суббота, 24 ноября 2012 г.

დამრიგებლის მოვალეობები და სადამრიგებლო კლასის პრგორამა



მუხლი 6. დამრიგებელი
1.        საჯარო სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი. დამრიგებელი უნდა ასწავლიდეს  თავის სადამრიგებლო კლასს.
2.        დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში; დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
3.        დამრიგებლის მოვალეობებია:
ა) გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
ბ) რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი (დაწყებით და საბაზო საფეხურზე);
გ) დაეხმაროს მოსწავლს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლმის გადაჭრაში;
დ) იყოს შუამავალი მოსწავლ, მშობლსა და მასწავლებეს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
ე) რეგულარულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ  სხვისი თანდასწრებით  საუბარი;
ვ)  საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ზ)  გაიგოს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი;
თ)  გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი მასწავლებლებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება. დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოსოსწავლის ძლიერი მხარეები, მისი წარმატებები როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსწავლის მონაწილეობა წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში; მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის;
ი) მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე  დასწრების შესახებ.
4.        დამრიგებლის მუშაობა უნდა ეყრდნობა  შემდეგ პრინციპებს:
ა) სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ;
ბ) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო  პირობების შექმნა;
გ) მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება -დამრიგებელმა  მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები;
დ) თანამშრომლობის პრინციპი დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.
საჯარო სკოლის დამრიგებელმა მუშაობის პროცესში უნდა გამოიყენოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში  - სამინისტრო), საჯარო სამართლის იურიდიული პირის  -ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული და/ან რეკომენდებული მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები.

სადამრიგებლო საათის თემები, სასურველია, მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს:

1. პიროვნული და მორალური განვითარებამეპიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადასაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი. თანამშრომლობის მნიშვნელობა, ცნება -“თანაკლასელი”;   ურთიერთობისას და სწავლის პროცესში წამოჭრილი სირთულეები და მათი მოგვარების გზები; კონფლიქტების აცილებისა და მოგვარების უნარების განვითარების აუცილებლობა. თვითრწმენასაკუთარ თავსა და ძალებში დარწმუნება; პატივისცემასაკუთარი თავის, სხვა ადამიანების; როდის ვარღვევთ სხვათა უფლებებს? როდის ირღვევა ჩვენი უფლებები?
2. გარემოს დაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესიპირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე. გარემოს და ბუნების მოფრთხილება; ჯანსაღი ცხოვრების სტილირას ნიშნავ სეს?
3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერებაჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, ჩემი სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
4. ინტელექტუალური და ესთეტიკური განვითარებახელოვნების, ტექნოლოგიური და ინტელექტუალური მიღწევების მნიშვნელობა.
კლასის საათისათვის რეკომენდირებული თემები:

·         ადამიანთა უნიკალობა, ჩვენი სამყარო,ინტერესები,საყვარელი  საქმიანობა.     
·         ბავშვთა უფლებები სკოლაში, ეზოში,ქუჩაში.
·         ბავშვთა ვალდებულებები.
·         პატივისცემა საკუთარი თავის ,სხვა ადამიანების მიმართ.
·         უფლებების დარღვევა. როდის ვარღვევ სხვათა უფლებებს? როდის ირღვევა ჩვენი უფლებები?           
·         უფლებების დარღვევა იწვევს კონფლიქტებს, ჩვენ შეგვიძლია კონფლიქტების მოგვარება.    
·         ქუჩაში მოძრაობის წესები, გზა სკოლიდან სახლისაკენ, საჭირო ტრანსპორტი, სიფრთხილის გამოჩენა უცნობ უფროსებთან.    
·         საყვარელი ფილმის გმირები, ლიტერატურული პერსონაჟები;
·         გამოჩენილი პიროვნებები, ხელოვნების ქმნილებები, სამეცნიერო აღმოჩენები.
კალენდარული    გეგმა

##
შესასრულებელი   საკითხები
შესრულების
        დრო
შენიშვნა

კლასის კონტიგენტის დაზუსტება,
 ჟურნალის  და სასკოლო დოკუმენტაციის წარმოება
სექტემბერი


 წლიური სამუშაო გეგმის  შედგენა                        
სექტემბერი


მშობელთა კრება ორგანიზაციულ საკითხებზე
სექტემბრის ბოლოს


კლასის საათი ორგანიზაციულ
საკითხებზე
სემესტრის
დასაწყისში


მოსწავლეთა გამოცხადების და დაგვიანე-
ბის ყოველდღიური  აღრიცხვა
მთელი წლის
მანძილზე


ინდივიდუალური შეხვედრები  მშობლებთან
მთელი წლის
მანძილზე


მინდა ვიყო ჯანმრთელი ადამიანი, რას ნიშნავს ჯანმრთელი ადამიანი?
ოქტომბერი


საუბარი  ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ
ნოემბერი


ცვლილებები, როგორ ვიზრდებით, ვითარდებით? რა გვეხმარება ზრდასა და განვითარებაში.



არასტანდარტულ სიტუაციაში ადეკვატური
მოქმედება, სიფრთხილის გამოჩენა უცნობ ადამიანებთან, მათ შორის, ვირტუალურ
 მეგობრებთან.
ნოემბერი


ექსკურსია მუზეუმში
დეკემბერი


კლასის საათი -------------------------------

დეკემბერი


კლასის საათი:
1 სემესტრის შედეგების განხილვა
იანვარი


საუბარი: „იყავით ის, რაც ხართ“
იანვარი


ინდივიდუალური საუბრები ასაკობრივ ცვლილებებთან დაკავშირებით
თებერვალი


„ვიცხოვროთ მავნე ჩვევების გარეშე“
თებერვალი


კოლექტიური სვლა თეატრში
თებერვალი


გართობის საშუალებები: კომპიუტერული
 თამაშები, ინტერნეტი, მათი დადებითი და
 უარყოფითი მხარეები.
მარტი


კლასის საათი_ „ უსიყვარულოდ...“
მარტი


საუბარი :  რა ვიცით ჩვენი    ტრადიციების შესახებ
აპრილი


საუბარი საინტერესო პროფესიების შესახებ
აპრილი


ჩვენი უფლება-მოვალეობები
მაისი


კლასის საათი წლის მოსალოდნელი
შედეგების შესახებ
ივნისი


ექსკურსია ქალაქგარეთ
ივნისი


მიმოხილვა- წლის შედეგების გაცნობა
ივნისი


მშობლებისათვის შედეგების გაცნობა






მოსწავლის შეფასების სისტემა





თავი IV.   მოსწავლის  შეფასების  სისტემა

მუხლი 15. მოსწავლის შეფასების მიზანი, პრინციპები და მიდგომები
1.    მოსწავლის შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვასა და კონტროლს.
2.    მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება უნდა იყოს ხშირი და მრავალმხრივი; მან ხელი უნდა შეუწყოს: მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მათი შესაძლებლობების გამოვლენას, სხვადასხვა პოტენციალის მქონე მოსწავლეთათვის თანაბარი პირობების შექმნას.
3.    მოსწავლე უნდა შეფასდეს სხვადასხვა ფორმებით (ესსე, პროექტის მომზადება, ზეპირი გამოსვლა, ექსპერიმენტის ჩატარება, ცდის ჩატარება, წარმოდგენა, წერითი, ფერწერული ან სხვა ტიპის ნამუშევარი, არგუმენტირებული მსჯელობა და სხვ.).

მუხლი 16. განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება
1.    სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
2.    განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა.
3.    განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ.
4.    განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების აღწერილობა


განმავითარებელი
განმსაზღვრელი
მიზანი
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;

მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა
სწავლის ხარისხის გაკონტროლება;
მოსწავლის მიღწევის დონის დადგენა ეროვნული სასწავლო გეგმით  განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში;
აკადემიური მოსწრების დონის განსაზღვრა
შეფასების საგანი
სწავლის პროცესი

სწავლის შედეგი
შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება
წინსვლის ხელშესაწყობად განსხავებული აქტივობის შერჩევა, სწავლების სტრატეგიის შეცვლა, რჩევა-დარიგების მიცემა და  სხვ.
მომდევნო ეტაპზე (კლასში/საფეხურზე) დაშვება/არდაშვება

წარმარტების კრიტერიუმების განსაზღვრა
კონკრეტული მოსწავლის წინსვლის საფუძველზე  (საკუთარ მიღწევებთან  მიმართებით - რა დონეს ფლობდა, რა დონეს ფლობს)
იმის საფუძველზე, თუ რამდენად მიაღწია სტანდარტით განსაზვრულ შედეგებს (ყველასათვის საერთო, სტანდარტით დადგენილ    ნორმასთან მიმართებაში)
შეფასების საშუალებები
თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა;
კითხვარი;
სიტყვიერი (ზეპირი/წერილობითი) კომენტარი;
უნარის განვითარების დონის აღწერა.
ქულა




ქულები
შეფასების  დონეები
10
მაღალი
9
8
საშუალოზე მაღალი
7
6
საშუალო
5
4
საშუალოზე დაბალი
3
2
დაბალი
1






















მუხლი 17.  აკადემიური მიღწევის დონეები და შეფასების სისტემა
1.    მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით.